ჰოლივუდის ვარსკვლავმა, დრიუ ბერიმორმა ჯიმი ფელონის შოუში გინესის სამი რეკორდი დაამყარა.

პირველი რეკორდის დასამყარებლად მსახიობს 30-ის ნაცვლად 22 წამი დასჭირდა და ათ ადამიანს უსწრაფესად წაუსვა ტუჩსაცხი, მეორე რეკორდის დამყარება გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, მას გაქცევით ქაღალდის რამდენიმე ბანერი უნდა გაერღვია.

ყველაზე რთული მესამე რეკორდის დამყარება აღმოჩდა, დრიუ ბერიმორს გიგანტური პარიკი მოარგეს და ცეკვა დაავალეს, მსახიობმა ამ მისიასაც წარმატებით გაართვა თავი.

შოუს ბოლოს კი ბერიმორს გინესის რეკორდების დიპლომი გადასცეს.