ტომას შელბის ისტორია დასასრულს უახლოვდება და დროა, ბირმინგემის ამბებს ნელ-ნელა დაემშვიდობოთ. როგორც შოუს შემქნელი და სცენარისტი სტივენ ნაითი აცხადებს, Peaky Blinders-ის მეექვსე სეზონი ფინალური იქნება.

BBC-ის კრიმინალური დრამის გადაღებები კორონავირუსის გამო რამდენჯერმე გადაიდო. ნაითის თქმით, შესაძლოა სერიალი დასრულდეს, თუმცა ისტორია რამე ფორმით გაგრძელდება. თუმცა, როგორც ის წარსულში ამბობდა, ალესილი კეპების დასრულება ბევრად ადრე იყო ჩაფიქრებული:

"ჩემი ამბიცია იყო შემექმნა ისტორია ოჯახზე, რომელიც ომში იყო ჩართული".

სტივენ ნაითი ოსკარზე ნომინირებული სცენარისტია. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ შელბის ოჯახზე ფილმის გადაღება შესთავაზეს, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

ფინალურ სეზონს ნეტფლიქსის მაყურებელი 2021 წლის ბოლოს, ან 2022-ის დასაწყისში უნდა ელოდოს.