იუსტიციის ყოფილი მინისტრის და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო გუნდის ლიდერი, ეს იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი.

"აქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი იყო უდავო ლიდერი, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური კომფორტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს დააბალანსებს, ყველას მოუსმენს და შემდეგ მიიღება მისი ხელმძღვანელობით ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება. ახლა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და უფრო მეტი დაფიქრება, თუ რა პოზიციებს დავიჭერთ", — განაცხადა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მან პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.