გირჩის ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია შლიდა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"გიგა ბოკერია შლიდა, მაგალითად. აგიხსნით, როგორ. წარმოიდგინეთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე არის 4 საკითხი: პოლიტპატიმრების, ცესკოს ადმინისტრაცია, პროპორციული არჩვენები და რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები. პირველ სამ საკითხზე ოპოზიცია აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან, მეოთხე საკითხზე თავიდანვე არის ქართული ოცნების პოზიცია ცნობილი, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ვადამდელ არჩევნებს. ეს იყო ქუდი მოთხოვნა, მაგრამ ამას მოჰყვა სხვა მოთხოვნები, რომლებსაც თქვენ, ჟურნალისტები არ აშუქებთ. მაგალითად, ის რაც მე მაინტერესებს, თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ. ეს არის პროპორციული არჩევნები, რომელზეც 2 წელი ვიბრძოდით. ანუ, ჩვენ ვეურთდებით პროტესტს, მაგრამ არა ყველა მოთხოვნაში", — განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, მათ ვადამდელი არჩევნები დიდად არ აინტერესებდათ.