ქართულ ოცნებასთან ერთი-ერთზე დარჩენილს, თუ ვინმეს იმედი მაქვს, რომ ჩემს ინტერესებს დაიცავს, ესაა ენმ — ხვიჩია
გირჩის ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან მარტო დარჩენილს, საკუთარი ინტერესების დაცვისთვის, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის იმედი ექნება, ესაა ნაციონალური მოძრაობა.
"მე, ზოგადად, თუ ვინმეს იმედი მაქვს, ქართულ ოცნებასთან ერთი-ერთზე, მარტო დარჩენილს, რომელიმე პოლიტიკური ძალის, რომ ჩემს ინტერესებს დაიცავს და რაღაც თვალსაზრისით ერთად ვიქნებით, მაქვს ნაციონალური მოძრაობის. იმიტომ, რომ ის დიდი პარტიაა. შესწევს ასეთი ტიპის უნარები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველ ძალას. შესაბამისად, ჩვენ, პატივისცემის მეტი არაფერი არ გამოგვიხატავს, არასოდეს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ მთავარი არხის ეთერში.
გირჩის წევრები აცხადებენ, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა, შევლენ ისინიც. მათი თქმით, მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშე საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, შესაბამისად, ენმ-ს გარეშე პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს.
ხვიჩიას თქმით, მან იცოდა, რომ ამ პოზიციის გამო ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეები გირჩსაც გააკრიტიკებდნენ, მაგრამ, ამის არ შეშინებია.
"როცა ერთი პოლიტიკური ძალა მეორე პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს უკავშირებს რაღაცას, მიუხედავად იმისა, რომ ესმის, რომ ამ დიდ პარტიას როგორ მეგობრები ჰყავს, ასევე ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებიც შენც გაკრიტიკებენ ამის გამო, მაგრამ, არ შეგშინებია. იმიტომ, რომ პირნათელი ვყოფილიყავით ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
14 იანვარს, გირჩსა და მოქალაქეებს შორის ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა, სადაც, მათი თქმით, განიხილეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის საკითხი. ეს იდეა გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.
გირჩი და მოქალაქეები აანონსებდნენ, რომ ამ საკითხზე ინდივიდუალურად მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართავდნენ. გუშინ, 18 იანვარს, ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე მათ საჯაროდ უარი უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. დღეს, მსგავსი შინაარსის განცხადება ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემაც გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მათთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს და განაცხადა, რომ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს მიმდინარე თვის ბოლოს შეხვდება.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები