"ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო აშშ-ს პირველი ლედობა", — ასე იწყება აშშ-ს პირველი ლედის, მელანია ტრამპის გამოსამშვიდობებელი სიტყვა.

მან თეთრ სახლში გატარებულ ოთხ წელზე ისაუბრა. ამასთან ხაზი გაუსვა კამპანია BeBest-ს, რომელსაც თვითონ ჩაუყარა საფუძველი.

"როცა პირველი ლედის როლს ვემშვიდობები, მე გულწრფელად მწამს, რომ თითოეული ამერიკელი შეიტანს წვლილს, ასწავლოს შვილს, რას ნიშნავს იყო საუკეთესო. მე ვთხოვ მშობლებს უთხრან თავიანთ შვილებს მამაცი და თავდაუზოგავი გმირების შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ და მსხვერპლი გაიღეს, რათა ეს ქვეყანა უკეთესი გამხდარიყო. [...]

არ გაუშვათ ხელიდან საკუთარი პატიოსნება და ღირებულებები. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა გამოხატოთ პატივისცემა სხვა ადამიანის მიმართ და ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ჩვევა შექმნათ.

ყველა გარემოებაში ვთხოვ ყველა ამერიკელს იყვნენ BeBest-ის ელჩები, ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რაც გვაერთიანებს, რათა ავმაღლდეთ იმაზე, რაც გვაშორებს ერთმანეთისგან. ყოველთვის აირჩიონ სიყვარული სიძულვილის ნაცვლად, მშვიდობა ძალადობის ნაცვლად და სხვები საკუთარი თავის ნაცვლად", — განაცხადა მელანია ტრამპმა.

აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ის მაშინვე შეუდგება უფლებამოსილებას.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ინაუგურაციას არ დაესწრება.