მეცადინეობისთვის შესაფერისი მუსიკა: 10 საუკეთესო ფლეილისტი
სწავლის პროცესი ყველასთვის ინდივიდუალურია: ვიღაცას სახლში ურჩევნია მეცადინეობა, ვიღაცას კიდევ ბიბლიოთეკაში, ზოგს კონცენტრაციისთვის სრული სიჩუმე სჭირდება, სხვა კი ქუჩის გამაყრუებელ ხმაურშიც მშვენივრად ახერხებს ყურადღების მოკრებას.
თუ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ან ფონად მშვიდი მუსიკა არ გაწუხებთ ხოლმე, მაშინ ამ სტატიაში თავმოყრილი რამდენიმე განსაკუთრებული ფლეილისტი ყველაზე მეტად გამოგადგებათ: მეცადინეობის მეთოდს გაიმრავალფეროვნებთ, ამავდროულად კი, როგორც ზოგიერთი კვლევა ამბობს, ახალ ცოდნას გაცილებით მარტივად აითვისებთ.
1. კლასიკური მუსიკა
როგორც იტყვიან ხოლმე, დავიწყოთ კლასიკით! ამ ფლეილისტში ყველა დროის ყველაზე ცნობილი 50 კომპოზიციაა გაერთიანებული და ბახის, მოცარტისა თუ ჩაიკოვსკის ღვთაებრივი მელოდიების საშუალებით საუკეთესო განწყობას შეიქმნით.
2. საფორტეპიანო მუსიკა
თუ ისე აღმოჩნდა, რომ კლასიკურმა მუსიკამ თქვენში საჭიროზე მეტი ემოცია გამოიწვია, მაშინ უფრო მშვიდ მუსიკას შეგიძლიათ მიმართოთ: ამ ფლეილისტში დისნეის ანიმაციების ცნობილი საუნდტრეკების საფორტეპიანო ვერსიებია თავმოყრილი.
3. ჯაზი
ბევრს ჰგონია, რომ ჯაზი აუცილებლად ხმაურიან მუსიკას გულისხმობს, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება. ასევე ბევრს ჯაზი საერთოდ არ უყვარს, თუმცა არც ესაა პრობლემა: ასეთ დროს მეტ ყურადღებას მეცადინეობას მიაქცევთ, ფონად, თუნდაც ნახევარი გულით მოსმენილი ჯაზი კი ერთხელაც შეიძლება შეგიყვარდეთ კიდეც.
4. ინდი / ფოლკი / პოპი
თუ არა მხოლოდ მუსიკის, არამედ მომღერლის ხმის, ლირიკის მოსმენაც გსიამოვნებთ, მაშინ ეს ფლეილისტი თქვენთვის ზედგამოჭრილია.
5. ინსტრუმენტული როკი
ნუ შეშინდებით: როკი ყოველთვის თმების გაშლას და თავის აქეთ-იქით ქნევას როდი გულისხმობს! ამაში თუნდაც ეს ფლეილისტი დაგარწმუნებთ.
6. ელექტრონული მუსიკა
თუ მეგობრის სახლში გამართულ წვეულებაზე ან ღამის კლუბში გატარებულ საღამოზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებთ და გინდათ, სწავლის პროცესშიც იგივე რიტმი შეინარჩუნოთ, რატომაც არა, სცადეთ.
7. რეტრო მუსიკა
თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი გიყვართ და 80-იანების ესთეტიკაც გიზიდავთ, მაშინ ეს ნაკრები თქვენი ღამეული მეცადინეობისთვის იდეალური იქნება.
8. კოსმოსის ხმები
თუ ფიქრობთ, რომ რაღაც ძალიან რთულს შეეჭიდეთ და მხოლოდ გასხივოსნება გიშველით, იქნებ ეს ჩანაწერი დაგეხმაროთ.
9. ბუნების ხმები
ეს განსაკუთრებით გამოსადეგი მათთვის იქნება, ვინც უფრო შემოქმედებითი ცოდნის დაუფლებას ცდილობს: ამ ხმების თანხლებით, დიდია ალბათობა, რომ გენიალურ იდეებს გამოჰკრათ ხელი.
10. საკუთარი ფლეილისტი
როგორც შესავალში ვახსენეთ, ყველა ადამიანის გემოვნება განსხვავებულია, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიებიდან არცერთი აღმოჩნდეს თქვენთვის შესაფერისი. ასეთ დროს ისღა დაგრჩენიათ, რომ YouTube-ზე მარტივად პირადი ფლეილისტი შექმნათ და იმას მიანდოთ თქვენი გონების დამშვიდება და კონცენტრაციის მოკრება.
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვა4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ 4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ
-
გადახედვაჩვენი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მასიური ვარსკვლავური შავი ხვრელი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მასიური ვარსკვლავური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
-
გადახედვაროგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა როგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა
-
გადახედვაანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ ანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ
-
-
გადახედვაშორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა
-
გადახედვაისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
-
გადახედვაშესაძლოა, ელექტროსიგარეტის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ზრდიდეს შესაძლოა, ელექტროსიგარეტის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ზრდიდეს
-
გადახედვარა როლი ჰქონდა ირმის ნახტომს ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში რა როლი ჰქონდა ირმის ნახტომს ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში
-
გადახედვააღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს
-
გადახედვაშექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს
-
გადახედვაMessenger ფოტოების ხარისხს ნაკლებად გააფუჭებს — Facebook-ის ეს და სხვა სიახლეები Messenger ფოტოების ხარისხს ნაკლებად გააფუჭებს — Facebook-ის ეს და სხვა სიახლეები
-
გადახედვაასტეროიდმა დედამიწას მთვარეზე 30-ჯერ ახლოს ჩაუარა — ის 2 დღით ადრე აღმოაჩინეს ასტეროიდმა დედამიწას მთვარეზე 30-ჯერ ახლოს ჩაუარა — ის 2 დღით ადრე აღმოაჩინეს
კომენტარები