დიდი შანსია, რომ ციფრული იუანი 2021 წელს შევა მიმოქცევაში. ეს არის ვალუტის პირველი ციფრული ვერსია, რომელიც თავდაპირველად, მცირე ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, შეცვლის ბანკების მონეტარული პოლიტიკის წარმოების მეთოდებს.

ჩინეთის სახალხო ბანკმა შეიტანა განცხადება 100-ზე მეტი პატენტის შესახებ და ზედამხედველობას უწევს მთელ რიგ საცდელ ვერსიებს, ელექტრონული იუანის გამოყენებისთვის. ჯერჯერობით, ექსპერიმენტებმა შეუფერხებლად ჩაიარა და მალე, ჩინეთის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩამოტვირთოს მთავრობის მიერ შექმნილი ციფრული საფულე. კომერციული პროგრამებისგან განსხვავებით, როგორიცაა WeChat Pay და Alipay, ოფიციალური ვერსია ნაღდი ფულის ექვივალენტური იქნება.

მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ სმარტფონს ბარათის ნაცვლად, ეს მხოლოდ ერთი აპლიკაციის მეორეთი ჩანაცვლება იქნება. ზოგი საუბრობს ციფრულ ვალუტაზე, როგორც რევოლუციურ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება ბანკებს საფრთხეს უქმნიდეს, რადგან ხალხი თანხებს შეინახავს არა ბანკში, ანაბრის სახით, არამედ პირდაპირ მათ ელექტრონულ საფულეებში.

როგორც ამბობენ, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ამ გზით არ ცდილობს მონეტარული პოლიტიკის გაძლიერებას და მისი მიზნები უშუალო გამოწვევებიდან გამომდინარეობს. მობილური გადახდების ზრდის ფონზე, ჩინეთი წუხს, რომ დიდ ტექნოლოგიურ პლატფორმებს ძალიან დიდი ძალაუფლება დაუგროვდათ, ხოლო ჩინეთი ციფრული იუანით მოსახლეობას მათ ალტერნატივას სთავაზობს. ეს ნაბიჯი ჩინეთს კიდევ უფრო დამოუკიდებელს გახდის, გლობალური გადასახადების სისტემისგან, რომელიც ამერიკის გავლენის ქვეშ ექცევა. მაგრამ ამ მიზნის მიღწევამდე, ჩინეთის მიზანია, შეამოწმოს მუშაობს თუ არა ციფრული იუანის ტექნოლოგია და ხალხს ნამდვილად სურს თუ არა მისი გამოყენება.

ფული უკვე 3000 წელია არსებობს, ახლა კი მისი განახლების დროა.