აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელსაც კონგრესში შეჭრისას წარმომადგენელთა პალატის, ნენსი პელოსის კომპიუტერის მოპარვაში ადანაშაულებენ. დაკავებული 22 წლის რაილი ჯუნ უილიამსია, რომელიც პენსილვანიში ცხოვრობს.

როგორც BBC წერს, ამ ეტაპისთვის ქალს ბრალი აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება ბრალად. კომპიუტერზე კი საუბარი ჯერ არაა.

ორი დღის წინ სპიკერის აპარატის ხელმძღვანელმა დრიუ ჰემილმა ტვიტერზე დაწერა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ გაქრა ნენსი პელოსის ლეპტოპი, რომელიც მხოლოდ პრეზენტაციებისთვის გამოიყენებოდა.

როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელმა სასამართლოში განაცხადა, ინფორმაცია მათ ქალის ყოფილმა პარტნიორმა მიაწოდათ. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კაცი ამტკიცებდა, რომ ნენსი პელოსის ლეპტოპის მოპართვისთვის ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა რუსი ნაცნობისთვის გაეყიდა, რომელიც რუსეთის დაზვერვასთან არის კავშირში. ინფორმატორის თქმით, შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო კომპიუტერი ან გაანადგურა ან თავისთან დაიტოვა.