დღეს, სხვადასხვა სამაჯურს, ისევე, როგორც ჭკვიან საათს შეუძლია გააკონტროლოს თქვენი გულისცემა ვარჯიშის დროს, ან გაგიზომოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა. თუმცა, თუ თქვენი კომპანია გადაწყვეტს, გამოიყენოს ტექნოლოგია, რომელსაც Moodbeam ეწოდება, სამაჯურის დახმარებით, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დაფიქრება, მისი დაფიქსირება და თქვენი მენეჯერისთვის ამ ინფორმაციის გაზიარებაც შეგეძლებათ.

გაჯეტს, რომელიც უკავშირდება მობილურ აპლიკაციასა და ვებინტერფეისს, აქვს ორი ღილაკი — ყვითელი და ერთი ლურჯი. თქვენ დააჭირეთ ყვითელს, თუ თავს ბედნიერად გრძნობთ და ლურჯს მაშინ, როდესაც მოწყენილი ხართ.

ამ ტექნოლოგიის დამნერგავი კომპანიების მიზანია, გააკონტროლონ სახლიდან მომუშავე პერსონალის კეთილდღეობა. იდეის თანახმად, თანამშრომლებს შეეძლებათ უარი თქვან სამაჯურის ტარებაზე და გამოიყენონ ის ისე, როგორც მათთვის მოსახერხებელი იქნება. თუმცა, თუ ამ მეთოდის გამოყენებას თანამშრომელთა უმეტესობა გადაწყვეტს, მენეჯერებს შეეძლებათ დაათვალიერონ ონლაინ დაფა და მარტივად აღიქვან, თუ როგორ გრძნობენ თანამშრომლები თავს, სახლიდან მუშაობის პირობებში.

მაშინ, როცა კომპანიათა უმეტესობა დისტანციური მუშაობის გზას მიმართავს, მენეჯერებს არ შეუძლიათ პირისპირ, ინტერპერსონალური კონტაქტის დამყარება თანამშრომლებთან, შესაბამისად, რთული შესაფასებელია, თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს. Moodbeam იმედოვნებს, რომ ამ პრომლების გადაჭრა მათი პროდუქტით მოხდება.

"ბიზნესი ცდილობს თავიდან აიცილოს კავშირი სახლიდან მომუშავე პერსონალთან. მათ შეუძლიათ დაუსვან კითხვა მრავალ თანამშრომელს: კარგად ხარ? ტელეფონზე დარეკვის გარეშე", — ამბობს Moodbeam–ის თანადამფუძნებელი კრისტინა კოლმერ მაკჰიუ.

Moodbeam-ის დამფუძნებელს, თავდაპირველად, პროდუქტის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ქალიშვილი სკოლაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და სურდა ეცნობებინა დედისთვის. კრისტინა კოლმერ მაკჰიუმ პროდუქტის წარმოება 2016 წელს დაიწყო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, დეპრესია, შფოთვა და გადაღლილობა მნიშნველოვნად ამცირებს კომპანიების პროდუქტიულობას, თუმცა, როგორც ჩანს, Covid-19–მა და სახლში მუშაობამ ამ საკითხის გაუარესება გამოიწვია.

გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციამ Mind თქვა, რომ მოზრდილთა 60% ფიქრობდა, რომ მათი გონებრივი ჯანმრთელობა გაუარესდა ვირუსის პირველი ტალღის დროს. ხოლო ადამიანური რესურსების პროგრამული უზრუნველყოფის ფირმის Employment Hero მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მცირე და საშუალო ზომის ბრიტანულ ფირმებში დასაქმებული ადამიანების მეოთხედს, სურდა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯეობესება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.