დღეს, 1 თებერვალს ნინო წიკლაური უნგრეთის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ინფორმაციით, წიკლაური ავსტრიის კურორტ სანტ ლაბრეხტში სამთო-სათხილამურო სპორტში საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, უნგრეთის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ქართველი მოთხილამურის გარდა შეჯიბრში 10 ქვეყნის სამთო-მოთხილამურე მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა - ნინო წიკლაურმა ორივე შეჯიბრება მოიგო.