გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მან ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მისი აზრი პარტიათა დაფინანსების შესახებ "აპატია, როგორც გულმოწყალემ". ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"არ აინტერესებს მაყურებელს, რატომ მგონია მე სისულელე ის აზრი, რომელიც ბოკერიამ თქვა დაფინანსებასთან დაკავშირებით? მაგრამ ვაპატიე და იქვე ვუთხარი, რომ ამას ვპატიობდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამორალურია, არასწორია, ეს ჩვენს პოზიციას აუარესებს მოლაპარაკების მაგიდასთან, მე ვპატიობდი, როგორც გულმოწყალე, ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, დაგვეშლება პარტია, ხალხი შიმშილით მოგვიკვდებაო", — ამბობს ხვიჩა.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა ოფიციალურად მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. პარალელურად კი, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. პარტია მოქალაქეები და გირჩი სანამ ბოიკოტის რეჟიმში არიან, დაფინანსებაზე უარს ამბობენ.