პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრები და ევროპელი სოციალისტების დამფუძნებლები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობაზე საუბრობენ
ახლადშექმნილი პარტია ევროპელი სოციალისტების დამფუძნებლები, რომლებიც ადრე პატრიოტთა ალიანსის წევრები იყვნენ და საპარლამენტო მანდატებიც სწორედ ამ პარტიის სიით მიიღეს, აცხადებენ, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადია და ამას ალტერნატივა არ აქვს.
"საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი. პარტიის თავჯდომარე ბატონი ფრიდონ ინჯია გახლავთ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტიის საპარლამენტო დეპუტატთა საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ თანამეგობრობაში. ევროპელი სოციალისტების ხედვა საქართველოს მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით სწორედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება. პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს ორიენტირებული მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე", — აცხადებენ პარტიაში.
პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები პატრიოტთა ალიანსის სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ევროპელი სოციალისტები უკვე დააფუძნეს. მისი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.
9 იანვარს პარტიის ყრილობაზე ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. ასევე, დაამტკიცეს პარტიის წესედება და სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. პოლიტიკური საბჭო 8 წევრით განისაზღვრა.
4 იანვარს პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს — პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს მან მანდატზე უარი არ თქვა და პარლამენტში შევიდა. პატრიოტთა ალიანსის ის დეპუტატები კი, რომელთაც უარი თქვეს მანდატებზე, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ჩაანაცვლეს.
როგორც ფრიდონ ინჯიამ შემდეგ განმარტა, პარლამენტში შესვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ "ოპონირება" გაეწიათ ქართული ოცნებისთვის. დეპუტატმა მაშინვე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან ერთად ისინი პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას ევროპელ სოციალისტებს წარადგენენ.
იმის გამო, რომ პატრიოტთა ალიანსი შეფასებულია, როგორც პრორუსული იდეების მატარებელ ორგანიზაციად, არაერთი კითხვა დაისვა მისი აწ უკვე ყოფილი წევრების საგარეო კურსის ხედვებზე. ზილფმიანი აღნიშნავდა, რომ პროდასავლურობაზე მასთან შეჯიბრი არ მოეწყოთ და თავის ბიოგრაფიაზე მიანიშნებდა.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის "რუსული შემადგენელი" არ შესულა. 5 იანვარს ქართულმა ოცნებამ უცხოელ პარტნიორებს საინფორმაციო ბიულეტენიც გაუგზავნა, სადაც განმარტავდა, რომ პარლამენტში პროევროპული პარტია შევიდა.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები