ცხვარია! არა — ძროხა! არც ერთი და არც მეორე, ეს Costasiella kuroshimae, ან თუ გნებავთ ფოთლოვანი ცხვარია. ეს პაწაწინა მოციმციმეთვალებიანი და საყვარელსაცეცებიანი არსება ანიმაციას ჰგავს. ის რეალურ ცხოვრებაში არსებობს და წყალმცენარეებით იკვებება.

ეს ულამაზესი არსება, რომელიც 5მმ-მდე იზრდება ერთადერთი წყლის ქმნილებაა, რომელსაც ფოტოსინთეზის უნარი აქვს. როდესაც ეს უცნაური ცხოველი წყალმცენარეს ჭამს, ქლოროპლასტებს შეიწოვს და სხეულში კლეპტოპლასტიის პროცესის მეშვეობით აშენებს. აღნიშნული პროცესი, მხოლოდ ერთუჯრედიანებში გვხვდება, ჩვენი ზღვის ცხვარი კი ამითიც განსაკუთრებულია.

ამ უსაყვარლესი, წითელლოყება, მორცხვი ცხვრის ფოტოები ყველა სევდას გაგიქარვებს.

ფოტო: Jim Lynn

ფოტო: Randi Ang

ფოტო: Johnny Chiu

ფოტო: Lynn Wu