სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, ის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ანაიტ ავანესიანი დაიკავებს.

Սիրելի հայրենակիցներ, Տեղեկացնում եմ, որ վարչապետ Նիկոլ Փաշինյանի որոշմամբ այսուհետ պաշտոնավարումս շարունակելու եմ...

Posted by Arsen Torosyan on Monday, 18 January 2021

არსენ ტოროსიანს ჯანდაცვის მინისტრობა კორონავირუსის დროს მოუწია. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ინფიცირების 164 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.