აღარ შეგეშინდეთ თქვენი სმარტფონის აფეთქების. მეცნიერებმა შექმნეს მოლეკულური ცეცხლმაქრი, რომელიც ლითიუმის იონის ბატარეებს უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს კვების წყარო ფართოდ გამოიყენება მობილურებში, ლეპტოპებში და ელექტრომანქანებში, მაგალითად, ტესლას მოდელებში.

13 იანვარს Science Advance-ში მეცნიერებმა წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის გზა: მათ აჩვენეს, რომ ფოსფორის შემცველ ცეცხლის შემაკავებელს (სახელად TPP) შეუძლია სწრაფად ჩააქროს ცეცხლი. თუმცა, უსაფრთხოების გაუმჯობესება მსხვერპლს მოითხოვს - ენერგიას. TPP ამცირებს ელექტროლიტის გამტარობას, ამიტომ მკვლევარებმა დაამზადეს კაფსულა, რომელიც TPP-ს საჭირო მომენტამდე იზოლაციაში ამყოფებს. მოქმედების გეგმა ასეთია: TPP მოთავსებული იქნება სითბოსადმი მგრძნობიარე პოლიმერული მიკრომეტრის ზომის ბოჭკოებში. როცა ელემენტი ზედმეტად გახურდება, გარსი დადნება და TPP ელექტროლიტში გაეშვება, რაც ალს ნახევარ წამზე ნაკლებ დროში ჩააქრობს. ეს სისტემა შეიძლება მოთავსდეს ლითიუმის იონის ბატარეების დადებით და უარყოფით კვანძებზე აალების თავიდან ასარიდებლად. სისტემა აქტიურად დაინერგება თვითმავალ ელექტრომანქანებში.