21 იანვარს, არჩეული ვიცე პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ინაუგურაციის შემდეგ ოფიციალურად ჩაიბარებს პოსტს.

იქამდე კი ჰარისმა და მისმა პარტნიორმა დაგ ემჰოფმა შეხვედრის ისტორია გაიხსენეს. ბრმა პაემანზე საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა გაამხილა, რომ შეხვედრამდე, მეგობრის რჩევის მიუხედავად, ემჰოფი დაგუგლა.

"მან მითხრა: 'უბრალოდ მენდე, დამიჯერე', მას სურდა, რომ დინებას მივყოლოდი. მითხრა, არ დამეგუგლა, მაგრამ მე ეს ვქენი", — გამოტყდა ჰარისი. ეს ემჰოფისთვისაც სიურპრიზი იყო და ისტორიას "აღმოჩენა" უწოდა.

ფოტო: CBS

ემჰოფმა კი გაამხილა, რომ გამბედაობის მოკრება სჭირდებოდა, რათა არაფხიზელს ჰარისისთვის მიეწერა. საბოლოოდ, უხერხული ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა და ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ მათი ურთიერთობა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ კამალა ჩანაწერს ყოველ ქორწინების წლის თავზე ურთავს.

"საყვარლობა იყო. დაგი არ თამაშობს, ძალიან ნამდვილია. ყოველთვის თავისუფლად ამბობს რაზე დარდობს", — აღნიშნა კამალა ჰარისმა.