დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, დაანონსებულია, რომ 1 თებერვლიდან დიდ ქალაქებში ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირება განახლდება ტესტირების საფუძველზე.

"1 ეტაპი დაანონსებულია 1 თებერვლიდან, რომ მოხდება ბაზრებისა და მოლების ფუნქციონირების განახლება. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს მსხვილ ქალაქებზე, სადაც წარმოდგენილი არის და გენერირებაც მეტად ხდება ადამიანებისბ. შესაბამისად, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია შესაბამისი ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოახდენენ რეგისტრირებას ბიზნესი. ძალიან მარტივი ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და აი ამ რეგისტრაციის საშუალებით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნება ცხადი და დეტალი თითოეული მათგანის მიმართ, მოხდება ტესტირების განხორციელება და ეს ტესტირების შემდგომი პროცესი იქნება უკვე 1 თებერვლიდან საქმიანობის განახლება. ეტაპობრივად, იგივე მექანიზმებით განხორციელდება ეკონომიკის გახსნის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები", — განაცხადა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე ტესტირება იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ, ხოლო შემდეგ ეტაპზე როგორ განხორციელდება ეს პროცესი ამაზე ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა.

18 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 643 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 25.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 4 964 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე. ამასთან, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან, რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 72;
  • აჭარა — 13;
  • იმერეთი — 5;
  • ქვემო ქართლი — 4;
  • შიდა ქართლი — 0;
  • გურია — 5;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 4;
  • კახეთი — 5;
  • მცხეთა-მთიანეთი — 0;
  • სამცხე-ჯავახეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, მძიმე პაციენტია — 795, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი.

ამასთან, 634 ადამიანია მოთავსებული კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში 460 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი — 22 714.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: