გემი, რომელიც შავ ზღვაში ჩაიძირა, უკრაინული იყო და საქართველოდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი რუსული იყო, თუმცა მოგვიანებით ეს დეტალები დაზუსტდა. ინფორმაციას ამის შესახებ დოიჩე ველე ავრცელებს.

სატვირთო გემი დღეს თურქეთის პროვინციაში, ბართინში ჩაიძირა. მედიის ცნობით, გემის ჩაძირვის მიზეზად თურქეთის სანაპირო დაცვამ უამინდობა დაასახელა.

როგორც ბართინის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, ამ დროისთვის 2 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. მისივე თქმით, გემზე 12-დან 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთანაგ ამ ეტაპზე 5 გადაარჩინეს.