მოსკოვში დაბრუნებული ნავალნი პოლიციამ წაიყვანა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა
მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტის ერთი ნაწილიდან პოლიციამ სხვა მიმართულებით გადაიყვანა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ის.
თვითმფრინავი თავდაპირველად ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დაფრენილიყო. იქ შეიკრიბნენ ნავალნის მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი "ომონმა" დააკავა. შემდეგ თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და შერემეტიევოს აეროპორტში დაეშვა. ნავალნი გასასვლელამდე ავტობუსით მივიდა, თუმცა იქ პოლიცია დახვდა. ადგილზე იმყოფებოდა ადვოკატიც, თუმცა მას პოლიციამ გაყოლის საშუალება არ მისცა. ნავალნის უთხრეს, რომ თუ არ გაყვებოდა, ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ. რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ, ნავალნი პოლიციას ადვოკატის გარეშე გაჰყვა, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ის.
ალექსეი ნავალნიმ მანამდე მედიასთან განაცხადა, რომ არაფრის ეშინია.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვფრინდი, ეს ბოლო 5 თვეში ჩემი საუკეთესო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მადლობელი ვარ გერმანიის, აქ არის ჩემი სახლი და აქ ჩამოვედი. ყველა მეკითხება, მეშიანია თუ არა. არ მეშინია. გავივლი კონტროლს და წავალ სახლში, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ, ყველა სისხლის სამართლის საქმე შეკერილია. აპირებენ მე დამაკავონ იმ საქმის გამო, რომელშიც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ მიიღო. ამიტომ არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ, არაფრის შეგეშინდეთ", — განაცხადა ნავალნიმ.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, მოსკოვში დაბრუნდა. თვითმფრინავი ვნუკოვოს ნაცვლად შერემეტიევოს აეროპორტში დაფრინდა. მანამდე ვნუკოვოს აეროპორტში შეკრებილი მისი რამდენიმე მხარდამჭერი "ომონმა" დააკავა, შემდეგ კი თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა.
ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.
11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები