ნავალნის თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა, თუმცა შესაძლოა ეს უამინდობას უკავშირდებოდეს
მოსკოვში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. აეროპორტში მისი მხარდამჭერებისა და თანამებრძოლების დაკავების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნის თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა. Flightradar-ის მიხედვით, ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ნავალნი მოსკოვში აღარ დაბრუნდება თუ მიმართულების შეცვლა უამინდობას უკავშირდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი, სავარაუდოდ, შერემეტიევოს აეროპორტისკენ მიემართება. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სწორედ ასე დაეწერა აეროპორტში ტაბლოზე.
რუსეთში, ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც ალექსეი ნავალნის ელოდებიან, "ომონი" მივიდა და ოპოზიციონერის მხარდამჭერები დააკავა. შეკრებილებს პოლიცია დაშლისკენ მოუწოდებდა, მოქალაქეები კი სკანდირებდნენ: "ფაშისტებო".
ნავალნიმ გერმანიიდან გაფრენამდე კომენტარი გააკეთა მის სავარაუდო დაკავებასთან დაკავშირებით და თქვა:
"დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. მე დამაკავებენ? ეს შეუძლებელია, მე უდანაშაულო ადამიანი ვარ".
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, რუსეთში ბრუნდება.
ნავალნი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.
11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები