ბონგ ჯუნ ჰო წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს
ბონგ ჯუნ ჰო კვლავ აგრძელებს ისტორიის ფურცლებზე საკუთარი სახელის უკდავყოფას: სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის 2021 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
პარაზიტის, ოკჯას და კიდევ სხვა არაერთი გახმაურებული ფილმის შემოქმედი პირველი სამხრეთკორეელი ადამიანი იქნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოფესტივალის შვიდკაციან ჟიურის უხელმძღვანელებს და წლის ფავორიტ ფილმებსა და ხელოვანებს დაასახელებს.
"ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალს გრძელი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს და ჩემთვის დიდი პატივია, რომ კინოსამყაროს ამ საოცარი ტრადიციის ნაწილი გავხდები. როგორც ჟიურის თავმჯდომარე, უფრო მეტად კი კინოს გულმხურვალე მოყვარული, მზად ვარ, რომ დავტკბე და პატივი მივაგო იმ ყველა შესანიშნავ ფილმს, რომელიც ამ ფესტივალზე მოხვდება", — ამ განცხადებით გამოეხმაურა ბონგ ჯუნ ჰო კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარედ მის დასახელებას.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბონგ ჯუნ ჰომ ერთგვარი რეკორდი მოხსნა თავისი პირველობით: ჯერ იყო და მის ფილმს პარაზიტი კანის კინოფესტივალზე 2019 წელს ოქროს პალმის რტო გადაეცა, რითიც ის პირველი სამხრეთკორეელი რეჟისორი გახდა, რომელსაც ეს პრიზი მიუღია; შემდეგ კი ოსკარებზე ნამდვილი ტრიუმფატორი აღმოჩნდა: თითქმის ყველა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებასთან ერთად, პარაზიტი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, რაც ოსკარების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა არაინგლისურენოვან ფილმს გადაეცა ეს ჯილდო.
ვენეციის კინოფესტივალის წინა ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი იყო: ის იყო მერვე ქალი, რომელმაც თითქმის 80-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალს უხელმძღვანელა. მისი მეთაურობით 2020 წლის ფავორიტ ფილმად ქლოი ჩჟაოს Nomadland დასახელდა.
ვენეციის წლევანდელი, 2021 წლის კინოფესტივალი 1-11 სექტემბერსაა დაგეგმილი და ვნახოთ, ვინ გახდება ბონგ ჯუნ ჰოს ფავორიტი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები