გუდაური-კობის მონაკვეთზე გზა ისევ ჩაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების გამო 11 იანვრის საღამოდან აიკრძალა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — აცხადებენ უწყებაში.

როგორც გზების დეპარტამენტში On.ge-ს უთხრეს, გაწმენდითი სამუშაოები მდგომარეობის შეცვლისთანავე დაიწყება, თუმცა მათი ინფორმაციით, ამ ეტაპამდე ყინვებისა და ზვავსაშიშროების გამო ეს რეჟიმი ისევ ნარჩუნდება.