საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 17-20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის შერჩევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველომ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხელახალი ვადით წარადგინა მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 35 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება.

ცნობილია, რომ ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირის და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონსალეს ლაიასთან, ასევე ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან და მიგრაციის მინისტრთან, ხოსე ლუის ესკრივასთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება ესპანეთის მეფის, ფილიპე IV სახელით და მასთან შეხვედრა. გარდა ამისა, დავით ზალკალიანი სახელით გაიმართება შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში მონაწილე დელეგაციის ხელმძღვანელებთან.