დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 608 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 17.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 083 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე, ხოლო ჯამში 2 933 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან, რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი —332;
  • აჭარა — 51;
  • იმერეთი — 100;
  • ქვემო ქართლი — 46;
  • შიდა ქართლი — 72;
  • გურია — 14;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 73;
  • კახეთი — 58;
  • მცხეთა-მთიანეთი —17;
  • სამცხე-ჯავახეთი — 12;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, ხოლო მძიმე პაციენტია 789. მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი.

649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 7 545 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 23 316.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: