გერმანიის მმართველმა პარტიამ, ქრისტიან დემოკრატიულმა გაერთიანებამ (CDU) ვირტუალურ კონგრესზე ახალი ლიდერი, არმინ ლაშეტი აირჩია. სწორედ ამ პარტიიას ხელმძღვანელობდა კანცლერი ანგელა მერკელი.

BBC-ის ცნობით, 59 წლის ლაშეტმა 991 ხმიდან 521 აიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ბიზნესმენმა, ფრიდრიხ მერცმა 466. მათივე ინფომაციით, მერკელმა ლაშეტს დაუჭირა მხარი.

ლაშეტმა გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ფედერალური არჩევნების შემდეგი კანცლერი სწორედ ქრისტიან დემოკრატიული პარტიიდან იყოს.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ ის კანცლერის პოსტს დატოვებს 2021 წლის შემოდგომის არჩევნების შემდეგ, რომელიც 26 სექტემბერს არის დაგეგმილი.