"მე ერთ რამეს გეტყვით: თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ. მიირთვათ და დაგვანებოთ თავი", — ეს რჩევა თაკო ჩარკვიანმა ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს მისცა. მთავარი არხის ეთერში მან განაცხადა, რომ ეს პოლიტიკოსები უკვე ენანება.

"ქვეყანა გადასარჩენია და თქვენი კონსტრუქციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. ამდენი ხანია ვითმენთ და ანგრევთ თქვენ მონაპოვარს ოპოზიციისას. არ მოგცემთ ამის უფლებას", — განაცხადა მან.

ეთერში პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი და გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია იყვნენ. იოსელიანსა და ჩარკვიანს შორის კამათი სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს მოყვა.