"კობახიძე იყო პირველი, მერე კალაძე, ცქიტიშვილი" — მაღლაფერიძის თქმით, თანამდებობა 1 თვის წინ შესთავაზეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი და ქართული ოცნების თავმჯდომარის ახალდანიშნული მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე შეთავაზება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. მისი თქმით, თავდაპირველად ირაკლი კობახიძე ესაუბრა, შემდეგ კი პარტიის სხვა ლიდერები.
"ტელევიზიიდან წავედი სადღაც ივლისში და აგვისტოში, კარგია რომ ვგეგმავდეთ მაგრამ ქართველები ასე არ ვგეგმავთ. ეს [შემოთავაზება] იყო დაახლოებით ერთი თვის წინ. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, შემდეგ კახი კალაძე, მაია ცქიტიშვილისგან იყო ამაზე საუბარი და როგორც ხდება", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე შეთავაზება საინტერესოდ მოეჩვენა.
მისივე თქმით, დროთა განმავლობაში გამოჩნდება რა ფუნქციები ეკისრება — პარტიის თავმჯდომარის ხელშეწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ა.შ.
"კონკრეტულად მე რა მექნება ეს თანდათან გამოჩნდება, ბუნებრივია, ეს არის პარტიის მუშაობის ორგანიზება და მისი სტრუქტურების გაძლიერება და მისი, ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ა.შ. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარესთან რაღაცნაირად ხელის შეწყობა", — განაცხადა მან.
მაღლაფერიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში "საინტერესო გუნდია", რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს.
"მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი და პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას", — განაცხადა მან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.
მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა და ამტიცებდა, რომ გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს უთხრა გამოერიცხათ, რომ საკანონმდებლო ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობის დაკავებას აპირებდა. ის ამტკიცებდა, რომ მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებდა.
"ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი საგანმანათლებლო პროექტი. ამას გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ როგორ იქნება საქმე", — ამბობდა ის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე 2017 წელს გახდა. მანამდე ის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
კომენტარები