ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად აქციაზე დაპირისპირებაა, დააკავეს აქტივისტები. ამ ეტაპზე დაკავებულთა რაოდენობა უცნობია, On.ge ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან ცდილობს.

დაპირისპირება ბანერის გაშლის მცდელობას მოყვა. ბანერით აქტივისტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის გაყალბდა.

"ეს არის დიქტატურა, მეტი არაფერი, გვათრიეს, აი ნახეთ რას ვგავარ, გვეჭიდავნენ ძირს გვათრიეს და გვცემეს და დაიჭირეს აქტივისტები. ამას ჩვენ არ შევეგუებით და ესენი ვინც არიან შიგნით, ყველა არის კრიმინალი. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოპარეს არჩევნები და ქვეყანა. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები", — აცხადებს აქციის მონაწილე მთავარ არხთან.

სამართალდამცავები ხელს უშლიან მუშაობაში მედიის წარმომადგენლებს.

დღეს, 16 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

გაიგეთ მეტი: