დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 2 189 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 23.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 15 152 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე. ამასთან, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან, რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 485;
  • აჭარა — 84;
  • იმერეთი — 219;
  • ქვემო ქართლი — 55;
  • შიდა ქართლი — 87;
  • გურია — 28;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 122;
  • კახეთი — 87;
  • მცხეთა-მთიანეთი — 35;
  • სამცხე-ჯავახეთი — 27;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, მძიმე პაციენტია — 770, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი.

ამასთან, 638 ადამიანია მოთავსებული კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში 528 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი — 24 106.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: