15 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 2 მილიონს აღემატება.

Rourers-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 9 თვის შემდეგ გარდაცვალების მაჩვენებელმა 1 მილიონს მიაღწია. ამ რიცხვის გასაორმაგებლად კი სამი თვეც საკმარისი აღმოჩნდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსით სიკვდლიანობის მაჩვენებელი დაჩქარებულია.

გამოცემის ინფორმაციით, ყოველდღიურად მსოფლიოში კორონავირუსით11 900 ადამიანი იღუპება. ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ ყოველ 8 წამში კვდება 1 ადამიანი.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აშშ-შია — 386 ათასზე მეტი. მსოფლიო მასშტაბით გარდაცვლილი ყოველი მეოთხე ადამიანი სწორედ აშშ-ს მოქალაქეა. აშშ-ს შემდეგ, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირება ბრაზილიაში, ინდოეთში, მექსიკასა და გაერთიანებულ სამეფოში. ჯამში, ამ ხუთ ქვეყანაზე, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 27% ცხოვრობს, მსოფლიოში დაფიქსირებული სიკვდილიანობის ნახევარი მოდის.

ევროპის მასშტაბით სულ 615 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, რაც კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 31%-ია.