ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს და მანდატები დაიკავოს. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობაა მიმოხილული. დოკუმენტის განხილვა 25 იანვარს სესიაზე იგეგმება.

"სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც განაცხადეს ფართომასშტაბიანი გაყალბების შესახებ, ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტს. ეს მით უფრო სამწუხაროა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებზე მიღებული შედეგი ოპოზიციურ პარტიებს აძლევს ძლიერ პოზიციებს საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკის კეთებისა და დებატების ადგილი, ამიტომაც ასამბლეა საპარლამენტო ბოიკოტის წინააღმდეგია. ამიტომაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა ოპოზიციური პარტიისთვის შეთავაზებულია, პარლამენტში თავიანთი მანდატები დაიკავონ", — ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ანგარიშში მიმოხილულია უშუალოდ საარჩევნო გარემო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივ ორგანიზაციებზე დაყრდნობით PACE-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარია, დაცული იყო ძირითადი უფლებები და პარტიებს საარჩვევნო კამპანიების ჩატარება თავისუფლად შეეძლოთ.

ამავე დროს, მათ აღნიშნებს, რომ იყო არათანაბარი გარემო, რაც განპირობებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ხელისუფლებასა და პარტიას შორის ზღვრის გაქრობით. გარდა ამისა, აღნიშნულია ამომრჩეველთა დაშინებასა და ზეწოლის შესახებ განცხადებები.