გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ოპოზიციას სჭირდება მეტი გულწრფელობა საკუთარ პრობლემებთან და სისუსტეებთან მიმართებით.

"ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციას სჭირდება მეტი გულწრფელობა. მათ შორის, გულწრფელობა, პირველ რიგში, საკუთარ პრობლემებთან მიმართებით და საკუთარ სისუსტეებთან მიმართებით. მერე, თუ მართლა, რეალურად უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ხელისუფლების ცვლილება, ამ პრობლემების განეიტრალება და მოხსნა", — განაცხადა ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაიმართება.

გაიგეთ მეტი: