ზღაპარია, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს — ჯაფარიძე მოლაპარაკებებზე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიმართ არც ქვეყნის გარედან მოდის რაიმე წნეხი და არც ქვეყნის შიგნითაა სერიოზული პროტესტი. ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში მმართველი პარტია ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში დათმობაზე არ წავა.
"ზღაპარია, ილუზიაა ახლა ოცნება იმაზე, რომ დღეს ქართული ოცნება რამეს დათმობს. რამეში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ რაიმე მასტიმულირებელი იმისი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის — არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა რაიმე განსაკუთრებული პროტესტი. პირიქით, ამ სრულიად გიჟური კორონა-რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს", — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პალიტრანიუსის ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ბრძოლის გაგრძელებაა.
"გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის იმაში, რომ "ოცნებამ" უნდა დათმოს, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად და ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამის ბევრი გზების მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ არის გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა არანაირი გამოსავალი არ არსებობს", — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი. მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაიმართება.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გირჩისა და მოქალაქეების გარდა ყველა პარტიამ მიმართა. მათ შორის, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.
სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პატრიოტთა ალიანსის 3 წევრსაც — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. პატრიოტთა ალიანსის სიით მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლასთან ერთად მათ პარტია დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა — ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები