ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადის ისტორიული ხეობისთვის საგანგაშო სიტუაციას შექმნის — ICOMOS-ის ანგარიში
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, ხადის ხეობა, სადაც ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გზის მშენებლობა იგეგმება, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რისკის ქვეშაა. ორგანიზაციის განცხადებით, აუცილებელია, შეისწავლონ საგზაო გეგმის გავლენა ხეობასა და არეალში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ანგარიშში საუბარია 2016-2019 წლებში მსოფლიოს საფრთხის ქვეშ მყოფ მემკვიდრეობით ძეგლებზე, რომელთა შორის ხადის ხეობაც მოხვდა.
ICOMOS-ის განცხადებით, 2018 წლის ივლისში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის წერილის საპასუხოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ ხადის ხეობა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ხასიათდებოდა. მათი თქმით, ამ ეტაპამდე, ეს ძეგლები ბოლომდე იდენტიფიცირებული და შესწავლილი არ არის.
საბჭოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილში, ასევე, ნათქვამია, რომ გარემოზე ზემოქმედების გავლენის შეფასება არ ჩატარებულა და დოკუმენტები ტერიტორიის არქეოლოგიური შეფასების შესახებ სააგენტოსთვის არ წარუდგენიათ, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.
"პროექტის ფარგლებში, ხადის ხეობის კულტურულ მემკვიდრეობაზე გავლენა საფუძვლიანად ამ დრომდე არ შეფასებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ხეობა მისი ადრეული შუასაუკუნეების თავდაცვითი და საეკლესიო ძეგლებით, ასევე, ეპიგრაფიული ძეგლების სიმდიდრით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩრდილოეთ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაში. ეს ნათლად აჩვენებს ხადის ხეობის მნიშვნელობას ქვეყნის წარსულ პოლიტიკურ ცხოვრებაში", — ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ხადის ხეობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ეკლესიები, 5-7 მეტრის კოშკები, ქვის კედლები და სხვა ნაგებობებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ მათი ასაკიდან და მშრალი კონსტრუქციიდან გამომდინარე, სერიოზულ მოვლას საჭიროებენ. ამასთან, ICOMOS-ის განცხადებით, ისტორიული ნაგებობების ერთი ჯგუფი დაგეგმილი კონსტრუქციის ზონიდან მხოლოდ 50 მეტრის დაშორებითაა, რაც, მათი შეფასებით, ხეობისთვის მნიშვნელოვან ზარალს გამოიწვევს.
"ეს საკითხი მოკლედ არის ნახსენები საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისთვის 2019 წლის მარტში წარდგენილ გეგმაში. იქ ნათქვამია, რომ მატერიალური და კულტურული რესურსების უმეტესობა გზის პროექტიდან 100 მეტრის დაშორებითაა განთავსებული", — ნათქვამია დოკუმენტში.
ICOMOS-ის პოზიციით, აშკარაა, რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტი ხადის ისტორიული ხეობისთვის საგანგაშო სიტუაციას შექმნის. მათი განცხადებით, ამ ტერიტორიაზე, თავისი მაღალი კულტურული და ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, გზის პროექტის განხორციელება სერიოზულად დააზარალებს როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე, კულტრულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ მოსახლეობას
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს პროექტი სასწრაფოდ საჭიროებს ალტერნატივას, რადგან იგი რისკის ქვეშ აყენებს ხადის ხეობას, მის ფასდაუდებელ ლანდშაფტსა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ICOMOS UNESCO-სთან ასოცირებული გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების დაცვას, გამოყენებასა და განვითარებას.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები