არმი ჰამერმა ფილმ, Shotgun Wedding-ში ჯენიფერ ლოპესის პარტნიორობაზე უარი თქვა და მიზეზად მასზე განხორცილებული "ამორალური და ყალბი ონლაინ თავდასხმები" დაასახელა.

ჰამერს რომანტიკულ სათავგადასავლო ფილმზე მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ მას ჩაანაცვლებენ. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც Call Me by Your Name-ის ვარსკვლავი ინსტაგრამზე გაგზავნილი მესიჯების გამო სოციალური მედიის ტრენდად იქცა.

"ამ იდიოტურ ბრალდებებს არ ვუპასუხებ, თუმცა ამ ამორალური, ყალბი ბრალდებების შემდეგ შვილებს 4 თვით ვერ დავტოვებ და დომინიკის რესპუბლიკაში გადაღებებზე ვერ წავალ. Lionsgate მხარს მიჭერს, რისთვისაც მადლობელი ვარ", — განაცხადა ჰამერმა.

ფილმის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა როგორც აღნიშნა: "არმიმ ფილმზე მუშაობაზე უარი თქვა და მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ".

მესიჯები თამამ სექსუალურ ფანტაზიებს და კანიბალიზმზე მტკიცებას მოიცავს. მსახიობი, სავარაუდოდ, უცნობ ქალს სწერდა, რომ "100%-ით კანიბალია" და მისი სისხლის დალევა სურს.

ჰამერის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ნეტფლიქსის Rebecca იყო. მსახიობი Call Me by Your Name-ის სიქველში დაბრუნდება და სერიალ The Offer-შიც ვიხილავთ. სერიალი ფილმ The Godfather-ის გადაღების პროცესზე იქნება.