პოლიტპატიმრების გამოშვება დაწყებულია, კობალაძე და ხუსკივაძე თქვენ გგონიათ, უბრალოდ გამოვიდნენ?! — ელისაშვილი
მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პოლიტპატიმრების გამოშვება უკვე დაწყებულია, რის ფარგლებშიც, უკვე გამოშვებულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ელისაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"პოლიტპატიმრების გამოშვება დაწყებულია. 2 ადამიანი, ბატონი კობალაძე და ხუსკივაძე, თქვენ გგონიათ, უბრალოდ გამოვიდნენ?! თუ შეთანხმება შედგა, მე მგონია, რომ დანარჩენებიც გამოვლენ. მოლაპარაკების პერიოდში გამოვიდა ეს 2 ადამიანი, მოლაპარაკების შედეგია ეს, ვიღაცის ფეხის ბაკუნით კი არ გამოსულან, ჩვენ რომ ქართულ ოცნებას ველაპარაკებოდით მკაცრად, ელჩების თანდასწრებით, იმიტომ გამოვიდნენ", — ამბობს ელისაშვილი.
10 დეკემბერს ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ.
ხუსკივაძესა და კობალაძეს პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, 6 ნოემბერს ბრალდებულები ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდენენ თედო გობეჯიშვილს და 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება შესთავაზეს. ასევე, უთხრეს მას, რომ არჩევნების გაყალბების თაობაზე მედიასთან განცხადება გაკეთებინა.
ივერი მელაშვილს, ნატალია ილიჩოვასა და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მათი გათავისუფლება ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებისას, რომელიც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე დააკავეს. ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა.
მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მმართველი პარტია ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
კომენტარები