ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად არ განიხილავს და მწუხარებას გამოთქვამს, რომ "გირჩი 2-ის ხალხი" მას "გაუგებარ სიმულაციაში" აჰყვა.

"ბატონ ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად პოლიტიკურად არ განვიხილავ. ვწუხვარ, რომ გირჩი 2-ის შემადგენლობის ხალხი აჰყვა მას ამ რაღაც გაუგებარ სიმულაციაში. რეალურად, ეს ყველაფერი იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ", — განაცხადა ბოკერიამ.

პარტია მოქალაქეებსა და გირჩს შორის ცალკე კონსულტაცია იმართება. როგორც პარტიების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათი შეთავაზებაა, რომ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება.