არ შემიძლია ჯვარი ვატარო ქვეყანაში, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია — სონღულაშვილი
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, უკვე ათი წელია მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად ჯვარს არ ატარებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ ციხისძირიდან დაიწყო ეს ამბავი, როდესაც მუსლიმურ სოფელში შეიჭრნენ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები სამხედრო მანქანით [სავარაუდოდ, მალხაზ სონღულაშვილი გულისხმობს 2013 წლის 14 აპრილს მომხდარ ინციდენტს], რეალურად ხელისუფლების წარმომადგენლები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებსაც ჯვრები [არ] ეკეთათ. უკვე 10 წელია, მე ჯვარს არ ვატარებ საქართველოში მუსლიმებთან სოლიდარობის ნიშნად. თუ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს სცემენ იმის გამო, რომ ჯვარი არ უკეთია, მე არ შემიძლია, ამ ქვეყანაში ჯვარი ვატარო", — აღნიშნა სონღულაშვილმა.
სასულიერო პირის თქმით, ადრე თუ გვიან მუსლიმების მიმართ გამოვლენილი დისკრიმანიიცთვისა და შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი სამლოცველოს მოწყობას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.
რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის გუშინ, 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები