კომპანიამ, რომელიც ცნობილ ამერიკულ ლუდ Budweiser-ს აწარმოებს, Super Bowl-ისთვის ახალი სარეკლამო რგოლი გამოუვა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკას ეხმაურება.

რგოლში მოთხრობილია ადოლფუს ბუშის ისტორია, რომელიც ამერიკაში გერმანიიდან XIX საუკუნეში ჩამოვიდა, ქალაქ სენტ ლუისში დასახლდა და იქ ებერტ აინჰაუზერი გაიცნო, რომელთან ერთადაც შექმნა ლუდსახარში Anheuser-Busch (ამჟამად AB InBev) დღესდღეობით ლუდის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში.

ამერიკაში ახლად ჩამოსულ ბუშს ადგილობრივები აგრესიულად მიმართავენ და მოუწოდებენ სახლში დაბრუნდეს, რადგან მისი ადგილი აქ არ არის.

Super Bowl ამერიკული ფეხბურთი სეზონის ბოლო თამაშია, რომელშიც ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. ეს მატჩი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელეპროდუქტია, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი უყურებს, მაგალითად 2015 წელს თამაშს 114.5 მილიონი ადამიანი უყურებდა. ამ თამაშის ტრანსლაციის დროს კომპანიები განსაკუთრებულ რეკლამებს იღებენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში ერთგვარ კულტურად ჩამოყალიბდა.