გრეტა თუნბერგი შვედურ საფოსტო მარკაზე გამოჩნდა
ახალგაზრდა შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი, ქვეყნის მიერ წარმოებულ ახალ საფოსტო მარკაზე გამოჩნდა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი აღიარებაა იმ ძალისხმევისა, რომელიც გრეტამ გაიღო "შვედეთის უნიკალური ბუნების მომავალი თაობებისთვის შენახვის" საქმეში.
მარკაზე გამოსახული სურათი ერთ-ერთია მხატვარ ჰენინგ ტროლბეკის მიერ შექმნილი სერიიდან ღირსშესანიშნავი ბუნება. ილუსტრაციაზე ყვითელ საწვიმარში გამოწყობილი გრეტა კლდის წვერზე დგას, მის გარშემო კი ნამგალები დაფრინავენ.
შვედეთის საფოსტო სამსახურის, PostNord-ის განცხადებით, მარკების სერია, რომელიც ხელმისაწვდომი ამ კვირიდან გახდა, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ 16 გამორჩეულ მიღწევას ეხმიანება. მათი განხორციელება, რომელთა შორისაც დაცული ტერიტორიებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსის მინიჭებაა, გასულ წელს, შვედეთის მთავრობის ძალისხმევით მოხერხდა.
სერიაში შემავალ სხვა მარკებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით გაგზავნილი წერილებისთვისაა განკუთვნილი, მაღალმთიანი რეგიონები და მათი ფლორა, ტყეები, სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტები და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ჭაობებია ასახული. წლევანდელი წლის ევროპულ საფოსტო მარკაზე კი გადაშენების პირას მყოფი მწვანეწერტილა გომბეშოც გამოჩნდა.
"მოხარულები ვართ, რომ გრეტა, ბუნების ღირსშესანიშნაობების სხვა ილუსტრაციებთან ერთად, სიმბოლურად იქნება წარმოჩენილი მარკაზე", — აღნიშნავს PostNord-ის წარმომადგენელი, ქრისტინა ოლოფსდოტერი, — "ბუნების ეს ნაწილები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ჩვენ, ყველამ, ჩვენი წილი საქმე უნდა შევასრულოთ მათ დასაცავად".
გასულ წლებში შვედეთის საფოსტო მარკებზე გამოსახულნი იყვნენ საბავშვო მწერალი ასტრიდ ლინდგრენი, ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და DJ და მუსიკის პროდიუსერი, Avicii.
3 იანვარს, მე-18 დაბადების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გრეტამ განაცხადა, რომ "რაღაცების" მოხმარება შეზღუდა, თუმცა, ამის მიუხედავად, არ განსჯიდა მათ, ვინც, მისგან განსხვავებით, არ იღებდა გარემოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს.
"არავის მოვუწოდებ, რა გააკეთოს, თუმცა, როცა ამის შესახებ ხმას იმაღლებ და თავად არ იქცევი ისე, როგორც სხვებს მოუწოდებ, მაშინ ამისთვის გაგაკრიტიკებენ და შენს ნათქვამს სერიოზულად არ მიიღებენ", — აღნიშნა თუნბერგმა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები