"თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მოიგებს, ეს იყოს პლებისციტი" — მოქალაქეები გირჩთან კონსულტაციას მართავს
პარტია მოქალაქეებსა და გირჩს შორის ცალკე კონსულტაცია იმართება. ორი ოპოზიციური ძალა, რომელსაც მანდატების გაუქმებაზე ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს, ერთმანეთს ამ წუთებში ხვდება.
როგორც პარტიების ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და იაგო ხვიჩიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, მათი შეთავაზებაა, რომ რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში მოითხოვონ, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება.
"ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს, რომ ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მგონი, ეს გასაგები და ბუნებრივი პირობებია. თუ ეს პირობა მომგებიანია ქართული ოცნებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გასწორდა საარჩევნო კოდექსი და მაინც მოიგეს, დიახ მათ უფლება აქვთ, შემდეგი 4 წელი მართონ ქვეყანა", — განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, იგი ამბობს, რომ მზადაა კონსულტაცია გამართოს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც "გამბედაობა ეყოფა", მიიღოს "თამამი" გადაწყვეტილება.
"უსასრულოდ გაიწელა მეხუთე რაუნდი, როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში დაგვემხო ქვეყანა თავზე [...] ჩვენი პოზიციაა, რომ შეიძლება მეხუთე რაუნდის გარეშე, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ ქართული ოცნება ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მაშინ მზად ვართ, შევიდეთ პარლამენტში [...] თუ თვითმმართველობაზე ხმების ჯამური რაოდენობით ვაჯობებთ ქართულ ოცნებას, ეს იყოს პლებისციტი", — განაცხადა მან.
საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პირველი ტური ცხრა პარტიამ გადალახა. მათგან, 8 ოპოზიციურმა ძალამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო და მანდატების გაუქმება მოითხოვა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გირჩისა და მოქალაქეების გარდა ყველა პარტიამ მიმართა. მათ შორის, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.
სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა პატრიოტთა ალიანსის 3 წევრს — ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. პატრიოტთა ალიანსის სიით მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე. პარლამენტში შესვლასთან ერთად მათ პარტია დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა — ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
კომენტარები