დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არარისკჯგუფებისთვის კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისისთვის შემოვა.

"რეალისტები თუ ვიქნებით, ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც კოვიდი სასიცოცხლო რისკის დაავადებას არ წარმოადგენენ კორონავირუსზე აცრას სადღაც ზაფხულში, ან შემოდგომის დასაწყისში შეძლებენ", — განაცხადა იმნაძემ TV პირველთან.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, 12 იანვარს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: