მეცნიერთა გუნდს პლანეტისთვის და ყველასთვის, ვინც მასზე ცხოვრობს, მინიმუმ არასასიამოვნო გაფრთხილება აქვს: თუ კაცობრიობა კლიმატის ცვილლების წინააღმდეგ სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, მაშინ წინ გველოდება საზარელი მომავალი, მასობრივი განადგურება, მსხვერპლთა წარმოდუგენლად დიდი რიცხვი და საშინელი კონფლიქტები.

რა თქმა უნდა, ექსპერტები წლების მანძილზე გვაფრთხილებდნენ კლიმატის ცვლილების შედეგებზე, როგორებიცაა სახეობათა გადაშენება, ადამიანების საცხოვრებელი გარემოს განადგურება თუ პლანეტის სიცოცხლისთვის არასტუმართმოყვარე გარემოდ ქცევა, მაგრამ მოხსენებაზე მომუშავე გუნდი, რომელიც სტენფორდისა და სხვადასხვა ამერიკული თუ საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუების მეცნიერებითაა დაკომპლექტებული, გვაფრთხილებს, რომ ამჯერად წინ გველოდება აპოკალიპტური მასშტაბის მქონე მოვლენები. .

ადვილია იმის აღიარება, რომ კლიმატის ცვლილება პრობლემაა. თუმცა იგი მრვალამხრივ ცვლის ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ამას ეხება ახალი მოხსენება, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ 150-ზე მეტ კვლევას ეფუძნება და რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Frontiers in Conservation Science-ში.

"ბიოსფეროსა და მისი ყველა ცოცხალი ფორმის, მათ შორის ადამიანების წინაშე მდგარი საფრთხის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ექსპერტებისთვისაც კი რთულია ამის გააზრება", — წერენ მეცნიერები.

თუმცა, მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ დარჩა მცირე დრო იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზოგიერათი ყველაზე დამანგრეველი ეფექტი კლიმატის ცვლილებისა. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადამიანები მიიღებენ გადამწყვეტ ზომებს.

"ახლა დანებება არ შეიძლება — ჩვენი მიზანია მსოფლიო ლიდერები "ცივი შხაპით" გამოვაღვიძოთ პლანეტის მომავლისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ საშინელი შედეგები", — წერია მოხსენებაში.