ტვიტერის ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის განცხადებით, პლატფორმაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაბლოკვა სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ეს სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

დორსიმ ტვიტების სერიაში ტრამპის დაბლოკვის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ის ამბობს, კომპანია უჩვეულო და მიუღებელ ვითარებას წააწყდა, რომელმაც მათ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ფოკუსირება აიძულა.

მან დაამატა, დაბლოკვა ნაწილობრივ ტვიტერის ჩავარდნაზე მიუთითებდა, რადგან თავის პლატფორმაზე ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის საკმარისი არ გააკეთა.

დორსიმ თავის პოსტში აღნიშნა, რომ ტრამპის დაბლოკვით გახარებული ან ამაყი არაა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს მკაფიო ნაბიჯი გაფრთხილების შემდეგ გადადგეს. მან აღიარა, რომ პლატფორმის გადაწყვეტილება შედეგებს გამოიწვევს:

"ამ ღონისძიებების აუცილებლობა ყოფს საზოგადოებრივ საუბრებს. ისინი ჩვენ გვყოფს... და ქმნის პრეცედენტს, რომელიც ჩემი აზრით, საშიშია".

ტვიტერის დაბლოკვას ბევრი აღტაცებით შეხვდა, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, პლატფორმამ სიტყვის თავისუფლების უფლება უგულებელყო.

"კომპანია, რომელიც ბიზნეს-გადაწყვეტილებას იღებს მოდერაციაზე განსხვავდება მთავრობისგან, რომელიც ზღუდავს წვდომას, თუმცა შეგრძნება იგივეა", — პასუხობს ტვიტერის ხელმძღვანელი.

სოციალური ქსელების სხვადასხვა პლატფორმამ აშშ-ს პრეზიდენტი დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ერთ-ერთი პირველი სწორედ ტვიტერი. სოცქსელმა დონალდ ტრამპი დროებით, მოგვიანებით კი სამუდამოდ დაბლოკა.