პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, ონლაინ სწავლა, დისტანციური მუშაობა — ესაა ის ახალი რეალობა, რითაც 2021 დავიწყეთ. პანდემია შეეხო ბიზნესს, განათლებას, მოდას, კულტურას და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს ჩვენს ცხოვრებაში.

სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კომპანია და უნივერსიტეტი ინოვაციურ და კრეატიულ გზებს ეძებენ, რათა მოერგონ მომხმარებლების საჭიროებებს, შესთავაზონ აქტუალური და მათზე მორგებული პროდუქტი თუ მომსახურება.

მართვისა და კომუნიკაციის სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ყველა მაგისტრანტს, ვინც მობილობით ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამაზე გადავა, გაზაფხულის სემესტრს სრულად დაუფინანსებს. დეტალებისთვის იხილეთ ბმულ.

"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვუპასუხეთ პანდემიითა და ეკონომიკური კრიზისით შექმნილ გამოწვევას და კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა შევქმენით ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის", — აღნიშნავს ალტერბრიჯის რექტორი, ნათია გოცაძე.

ფოტო: ალტერბრიჯი

რას დაგახვედრებს ალტერბრიჯი?

სტრატეგიული კომუნიკაციები — ასე ქვია სამაგისტრო პროგრამას, რომელზეც ალტერბრიჯის მაგისტრანტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან ინტენსიურ სასწავლო პროცესშია ჩართული. მობილობა ამ პროგრამაზე უკვე გამოცხადდა, რითაც ალტერბრიჯი სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც აძლევს შანსს, კომუნიკაციების სფეროში განათლება სწორედ აქ მიიღონ.

ალტერბრიჯი არის უნივერსიტეტი ალტერნატიული საგანმანათლებლო მოდელით. უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნა იმისათვის, რომ სტუდენტმა ისწავლოს პრაქტიკასა და საუკეთესო გამოცდილებაზე დამყარებული მიდგომებით; მიიღოს განათლება დღეისთვის ყველაზე მოთხოვნად, სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში წარმატებული ქართველი და უცხოელი ლექტორებისგან; მოუსმინოს პროფესიონალებს და რაც მთავარია, დასაქმდეს ქვეყნის საუკეთესო კომპანიებში თავისი სპეციალობით.

"ჩვენი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში PR-ის პროფესიულ განვითარებას. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრისა და მომხმარებლის ქცევის ფორმირების მეცნიერულ დონეზე მართვის უნარები. ცოდნა, იმისა, თუ როგორ შეიმუშავონ და განახორციელონ საკომუნიკაციო პოლიტიკა. ჩვენი პროგრამებით, ჩვენ ვქმნით პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალ, საუკეთესო შესაძლებლობებს და განათლებით დასაქმების პერსპექტივას — ეს არის ალტერბრიჯის მისია და ჩვენი საქმიანობა სწორედ ამაზეა ორიენტირებული", — აღნიშნავს ნათია გოცაძე.

ფოტო: ალტერბრიჯი

ალტერბრიჯის პარტნიორთა სიაში მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მზად არიან მოხდეს ალტერბრიჯის სტუდენტების ჩართულობა მათ საქმიანობაში. ალტერბრიჯელები მუდმივად მონაწილეობენ კვლევებში, კონფერენციებსა და აქტივობებში, რომლებიც თავად უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ეს ყველაფერი მათ აძლევს შესაძლებლობას თეორიული ცოდნა სწავლის პორცესშივე გამოიყენონ პრაქტიკაში.

მაგისტრატურაზე მობილობით გადასასვლელად მაგისტრანტები ჩააბარებენ ინგლისური ენის დამადასტურებელ გამოცდას (B2 დონის ტესტს) და გაივლიან გასაუბრებას.

ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ მაგისტრანტები 2021 წლის გაზაფხულის სემესტრს ალტერბრიჯის მიერ სრული დაფინანსებით გაივლიან.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების დასრულებისთანავე, ალტერბრიჯის სტუდენტებისთვის სწავლა ონლაინ პლატფორმებიდან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბაგებში, ლოფტის ტიპისთანამედროვე დიზაინის მქონე შენობაში გადმოინაცვლებს. ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცე და სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა ალტერბრიჯის კიდევ ერთი უნიკალური უპირატესობაა.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2021 წლის 28 იანვრიდან დაიწყება და 8 თებერვლამდე გასტანს. სამაგისტრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ალტერბრიჯის ვებგვერდზეა განთავსებული.