ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი, ადამ კინზინგერი წერს, რომ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესში ხმის მიცემა ადვილი არ იყო, თუმცა გადაწყვეტილება თავდაჯერებულმა მიიღო.

"ნამდვილად დასაფიქრებელი მომენტი იყო დღეს იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემა. გავიხსენოთ, როგორი ძალადობრივი ამბოხის მოწმენი გავხდით კაპტიოლიუმზე, ჩვენი დემოკრატიის სიმბოლოზე, სულ რაღაც 1 კვირის წინ. ხმის მიცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ იყო მარტივი ჩემთვის, მაგრამ იყო თავდაჯერებული", — წერს კინზინგერი.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას უჭირავს. მათ იმპიჩმენტი პროცედურა ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს. ქვედა პალატაში იმპიჩმენტის გამოცხადება, ჯერ არ ნიშნავს, რომ ტრამპი თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული საკითხი სენატშიც უნდა განიხილონ.

6 რესპუბლიკელმა წინასწარ განაცხადა, რომ დემოკრატების რეზოულიცას ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შესახებ მხარს უჭერდნენ. ხმის მიცემისას კი, მათ კიდევ 4 შეუერთდა და ტრამპის იმპიჩმენტს 10-მე რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. პარტიელების უმრავლესობა კი ტრამპის ერთგული დარჩა.

დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საფუძველი კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმა გახდა. დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ არეულობა სწორედ ტრამპმა და მისმა განცხადებებმა გამოიწვია.

ისტორიულ კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებდნენ, 25-ე შესწორების გამოყენებას და ტრამპი ქმედუუნაროდ გამოეცხადებინა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადგილს ავტომატურად ვიცე-პრეზიდენტი დაიკავებდა. თუმცა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე პენსმა უარი თქვა დემოკრატების მოწოდებაზე.