ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს იმართება და ცერემონიის წამყვანი მსახიობი ტომ ჰენკსი იქნება. ინაუგურაციაზე მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო, ბონ ჯოვი და ა.შ. სხვა შემსრულებლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ღონისძიება, სახელად Celebrating America [ვიზეიმოთ ამერიკა] 90 წუთი გაგრძელდება და ტელევიზიებით — ABC, NBC, CBS, MSNBC და CNN — პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მოსალოდნელია, რომ ინაუგურაცია სოციალურ მედიის არხებზეც გავიდეს პირდაპირ ეთერში. კორონავირუსის რისკების გამო, წინა წლებთან შედარებით, ღონისძიება მოკრძალებული და მინიმალისტური იქნება — წვეულების, მხარდამჭერების მარშის, დონორებისა და ცნობილ ფიგურების გარეშე. უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია 6 იანვარს კაპიტოლიუმის შეჭრის გამოც და ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. The New York Times-ის მიხედვით, შესაძლოა ინაუგურაციის დღეს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში პოლიციელების ესკორტის გარეშე შევიდეს.