ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, პარტიაში არანაირი კლანები არ არსებობს. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მმართველი გუნდის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს შიში, გუნდის წევრებმა ლიდერის გარეშე ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ.

"რასაკვირველია, კლანები არ არსებობს და არათუ არ არსებობს, ვერ იარსებებს. პრაგმატულადაც ეს დამღუპველია ნებისმიერი გუნდისთვის — სპორტული გუნდისთვის და პოლიტიკური გუნდისთვის", — განაცხადა დეპუტატმა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 12 იანვარს პირველ არხს სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. იქ მან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გუნდი გააფრთხილა, მისთვის არ დაერეკათ და მისგან შენიშვნებს არ დალოდებოდნენ. მისი განცხადებით, ეს წასვლა უკვე საბოლოოა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს.

ამავე თემაზე: