ბავშვების მარტო გაზრდა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. მარტოხელა დედებსა და მამებს ბევრ კომპრომისზე უწევთ წასვლა იმისთვის, რომ შვილები ბედნიერ და თავისუფალ ადამიანებად გაზარდონ.

ძალიან რთულია, გერქვას საუკეთესო მამა, მაგრამ შეუძლებელი არაა.

როგორები არიან საუკეთესო მამები?

უფასო სტილისტი

მამამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ქალიშვილისთვის ლამაზი ვარცხნილობა, პრობლემა კი სილამაზის სკოლაში სიარულით გადაჭრა.

ფოტო: Greg Wickhers

შვილისთვის პირველად გამომცხვარი ნამცხვარი

ფოტო: Mehlforwarding

შვილის სიტყვა კანონია

როცა შენს გოგონას უნდა, რომ მამიკოს ფერიის ტანსაცმელი ეცვას, უნდა ჩაიცვა.

ფოტო: mintyfloss

უშიშარი მამა

აარონი 19 წლიდან სრულიად მარტო ზრდის შვილებს. როგორც ხედავთ, ბავშვები მასთან ბედნიერად გრძნობენ თავს.

ფოტო: Billielikeaboy42

როცა დედა გენატრება...

მარტოხელა მამამ დედის ნამღერი იავნანა ჩაწერა. ქალი სასიკვდილო დაავადებით იყო ავად. ბავშვები მის ხმას ახლაც უსმენენ ძილის წინ.

ფოტო: Jared Sharry Buhanan-Decker

როგორც ხედავთ, შეუძლებელი არაფერია და შვილების სიყვარული ყველა ნაბიჯს გადაგადგმევინებს, თუნდაც ეს ფერიის ფორმის ჩაცმა იყოს.